გაყიდვების ახალი ოფისი თბილისში

ნოემბერი 04, 2014

3 ნოემბრიდან, თბილისში, ცინცაძის #79-ში არსებული ოფისის ნაცვლად ჩვენს მომხმარებლებს, ახალი გაყიდვების ოფისი მოემსახურება, რომელიც ყაზბეგის გამზ.#19ა-ში მდებარეობს.

ახალი ლოკაცია ჩვენი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე იქნა შერჩეული. ხალხმრავალი, ცენტრალური გამზირი კიდევ უფრო გაგიადვილებთ ჩვენთან სტუმრობას.

ოფისის ინტერიერი, ისევე როგორც კომპანიის სხვა გაყიდვების ოფისები, თანამედროვე სტილით გამოირჩევა.

დღეისათვის, დეველოპერული კომპანია m2-ის გაყიდვების ოფისები საქართველოს ორ ქალაქში თბილისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.

/

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00


მსგავსი სიახლეები