m² პარალელურად 3 ენერგოეფექტური სახლის მშენებლობას ახორციელებს

აგვისტო 27, 2014

დეველოპერული კომპანია m2 უძრავი ქონება, თბილისში, პარალელურად სამი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.
მშენებლობა დათქმული გრაფიკის მიხედვით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
.
m2 ნუცუბიძეზე – ვაჟა-ფშაველას გამზ. #71-ში მდებარეობს.
პროექტის უპირატესობები: მოსახერხებელი მდებარეობა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, კომფორტი და უსაფრთხოება, 23%-მდე ენერგოეფექტურობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ამჟამად, სამშენებლო სამუშაოების 21% უკვე შესრულებულია.
საცხოვრებელი კომპლექსი 14 თვეში, 2015 წლის ნოემბერში, დასრულებული რემონტით ბარდება.
დღეისათვის ბინების 56% გაყიდულია.

.
საცხოვრებელი სახლი m2 ყაზბეგზე – ყაზბეგის გამზ. #25-ში შენდება.
პროექტის უპირატესობები: ქალაქის ცენტრი, ორ ცენტრალურ გამზირს შორის, ორი მხრიდან სამანქანო მისასვლელით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, კომფორტი და უსაფრთხოება, 23%-მდე ენერგოეფექტურობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწყო. ამჟამად, სამშენებლო სამუშაოების 19% შესრულებულია.
მშენებლობა 18 თვეში, 2016 წლის თებერვალში დასრულდება. ბინები დასრულებული რემონტით ბარდება.
დღეისათვის ბინების 76% გაყიდულია.

.
ახალი, ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი m2 თამარაშვილზე – მ. თამარაშვილის #6-ში, გამწვანებულ ადგილას შენდება.
პროექტის უპირატესობები: უნიკალური მდებარეობა, ორი მხრიდან სამანქანო მისასვლელი, გამწვანებული გარემო, პანორამული ხედები, კომფორტი და უსაფრთხოება, 23%-მდე ენერგოეფექტურობა,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო. ამჟამად ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ კორპუსში სულ 71–დან მოწყობილია 45 ხიმინჯი, ხოლო მეორე კორპუსში სულ 71-დან მოწყობილია 3 ხიმინჯი.
კომპლექსი 24 თვეში, 2016 წლის სექტემბერში, დასრულებული რემონტით ბარდება.
დღეისათვის ბინების 30% გაყიდულია.

ტეგები:

მსგავსი სიახლეები