სამშენებლო სამუშაოების 86% დასრულებულია

დეკემბერი 10, 2013

საცხოვრებელი კომპლექსის “m2 იპოდრომთან”  მშენებლობა და ბინების რემონტი აქტიურად მიმდინარეობს. 2014 წლის იანვარში,

I-IV კორპუსებში, სარემონტო სამუშაოების 90% დასრულდება, ბინების ნაწილში უკვე მიმდინარეობს იტალიური სამზარეულოების მონტაჟიც,რომელიც თქვენ ბინებში გაზქურასთან და გამწოვთან ერთად დაგხვდებათ. საერთო ჯამში,ბინების სარემონტო სამუშაოების 76% შესრულებულია.

უმეტეს კორპუსებში დასრულებულია გაზ-მომარაგების პროცესიც. ამჟამად სამუშაოების 99% შესრულებულია.

კომპლექსში ასევე მიმდინარეობს პარკინგის და შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოებიც.

ფასადის მოწყობა დასრულებულია კორპუსების უმეტეს ნაწილზე.

VIII-IX კორპუსებში 2013 წლის დეკემბერში ფასადის მოწყობის სამუშაოების 65 % შესრულდება. დღეისათვის ფასადის მოწყობის სამუშაოების მაჩვენებელი 56%-ია.

იხილეთ მშენებლობის პროგრესი და დასრულების თარიღები 


მსგავსი სიახლეები